Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში საპროტესტო აქცია გაიმართა


ალბანეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა გასულ კვირაში მოკლული სამი დემონსტრანტის ხსოვნის პატივსაცემად. დღევანდელ აქციაზე შეკრებილებმა, რომელთაც სათავეში ედგა ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობა, მთავრობის შენობებთან ჩაიარეს. მდუმარე აქცია უსაფრთხოების მკაცრი ზომების ფონზე გაიმართა. მოგვიანებით დემონსტრანტები მშვიდობიანად დაიშალნენ. ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას მთავრობის გადადგომას.
XS
SM
MD
LG