Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები კავშირზე გამოვიდნენ


რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა რობერტ ტეიტმმა და აბდელილა ნუაიმიმ კაირო დატოვეს და ამჟამად ამსტერდამში უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ მესიჯით გვაცნობა რობერტ ტეიტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ ცუდად ეპყრობოდა ეგვიპტის პოლიცია. აბდელილა ნუაიმზე ფიზიკური ძალა იხმარეს და იგი დალილავებულია. უფრო ვრცლად, თუ რა საშინელება გადახდათ თავს კაიროში მყოფ ჩვენს კოლეგებს, რობერტ ტეიტი პრაღაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტი, ბრიტანეთის მოქალაქეები, რობერტ ტეიტი და აბდელილა ნუაიმი პარასკევს დააკავეს, როგორც კი ჩავიდნენ კაიროში, რათა ანტისამთავრობო გამოსვლები გაეშუქებინათ.
XS
SM
MD
LG