Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა კობახიძე


”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი, ადვოკატი მანანა კობახიძე
”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი, ადვოკატი მანანა კობახიძე
7 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი მანანა კობახიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი. დღეს ეს ორგანიზაცია 2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობას და თავის ერთი წლის მუშაობას აჯამებს. მანანა კობახიძის თქმით, გასულ წელს დევნილების საკითხი ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” საქმიანობაში პირველ ადგილზე იყო. პრიორიტეტულ მიმართულებებად მან დაასახელა აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და პატიმრების უფლებების დაცვა.



  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG