Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”წმინდა სისხლის გარემოს დაცვითი სტრუქტურა” ფუნქციების გარეშე


ექსპერტები ნინო ჩხობაძე და ირაკლი მაჭარაშვილი
ექსპერტები ნინო ჩხობაძე და ირაკლი მაჭარაშვილი
8 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნიკა გილაურის განცხადებით, სამინისტროს ფუნქციაში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური საკითხები დარჩება. ბუნებრივი რესურსები, ლიცენზირება და აუქციონები - ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებში, დაცული ტერიტორიები კი ეკონომიკის სამინისტროს გამგებლობაში გადადის. თავის მხრივ, გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო არ უქმდება და ის ”წმინდა სისხლის გარემოსდაცვით სტრუქტურად” ჩამოყალიბდება. ამ ინიციატივამ შეაშფოთა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. სულ მალე ისინი ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. მანამდე კი ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.



  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG