Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ორი მცველი დაიღუპა


ავღანეთის პოლიციის განცხადებით, სულ ცოტა, ორი მცველი დაიღუპა ქაბულში, სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს შესასვლელთან თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ზემარაი ბაშარის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც ის სავაჭრო ცენტრთან შეაჩერეს მცველებმა. ამ წყაროს ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკი იყო ორ თვითმკვლელ მოიერიშეზე.
XS
SM
MD
LG