Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება


დღეს იემენში ასობით ახალგაზრდა შეიკრიბა საპროტესტო სვლაზე პრეზიდენტის სასახლისაკენ, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. სტუდენტები სანაას უნივერსიტეტიდან ზედიზედ მეოთხე დღეს ჩაერთნენ დემონსტრაციაში, სალეჰის 32-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. ისინი გამოდიან ლოზუნგებით, რომლებსაც ეგვიპტეში იყენებდნენ, სანამ მიმდინარეობდა აქციები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით. ორშაბათის დემონსტრაციებზე იემენში პოლიციასთან და სალეჰის მომხრეებთან შეტაკებები მოხდა დედაქალაქში და ქალაქ თაეზში. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
XS
SM
MD
LG