Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის „მუსლიმთა საძმო“ პოლიტიკურ პარტიას შექმნის


ეგვიპტის „მუსლიმთა საძმოს“ განცხადებით, ის შექმნის პოლიტიკურ პარტიას, როგორც კი გაუქმდება შეზღუდვები, რომლებიც ასეთი ორგანიზაციის შექმნას უკრძალავს „მუსლიმთა საძმოს“ და ზოგ სხვა ჯგუფსაც. მართალია, მუბარაქის რეჟიმს ოფიციალური აკრძალვა ჰქონდა დაწესებული ამ ულტრაკონსერვატიულ ისლამურ გაერთიანებაზე, მაგრამ მის მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა, სანამ ის პოლიტიკურ საფრთხეს არ უქმნიდა მმართველ ძალას. ამასობაში, ეგვიპტის ახალმა, სამხედრო მმართველებმა პროფკავშირების ლიდერებსა და მუშა-მოსამსახურეებს მოუწოდეს, ბოლო მოუღონ გაფიცვებს და საპროტესტო აქციებს. ამ მოწოდების ფონი იყო ორშაბათს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციები უკეთესი ხელფასებისა და სამუშაო პირობების მოთხოვნით. კვირას სამხედროებმა კონსტიტუცია გააუქმეს და პარლამენტი დაითხოვეს. სამხედროები აცხადებენ, რომ ექვსი თვე გაუძღვებიან ეგვიპტეს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.
XS
SM
MD
LG