საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა რუსეთის მიერ კურილის კუნძულების ოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს - ამის შესახებ განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. შოთა მალაშხიას თქმით, ის უკვე შეხვდა საქართველოში იაპონიის ელჩს და იაპონიის პარლამენტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შესაძლო მხარდაჭერის შესახებაც ელაპარაკა. პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ინიციატივა კიდევ უფრო მეტად დაძაბავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, რომლის ესკალაციის ალბათობა, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ღია მონაცემებით, ისედაც მაღალია.
შოთა მალაშხიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეხვდა საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან ელჩს მასაიოში კამოჰარას და ორი ქვეყნის მტკივნეულ პრობლემაზე - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - ესაუბრა. მალაშხიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად საჭირო შესაძლო მიდგომებზე ილაპარაკეს. ქართველ დეპუტატს ეკუთვნის შემდეგი ინიციატივა:
„საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ განხილული იქნეს როგორც იაპონიის პარლამენტში, ასევე საქართველოს პარლამენტში. ამ საკითხის ინიცირებას მე, როგორც უმრავლესობის წევრი, საქართველოს პარლამენტში მოვახდენ; ანალოგიურად განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინიცირება იაპონიის პარლამენტში.“
შოთა მალაშხიას მსგავსად, იაპონიის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ კურილის კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტს, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც უჭერენ მხარს, თუმცა, როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რეზოლუციის მიღების საკითხი ჯერჯერობით პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას.
„ვეძებთ მხარდამჭერებს აგრესორთან ბრძოლაში და ვეძებთ იმ ხალხებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ორმაგი სტანდარტი არც ჩვენი მხრიდან უნდა იყოს, როცა საუბარია კურილის კუნძულების მითვისებაზე რუსეთის მხრიდან. თუმცა ამ საკითხს აქვს გარკვეული ქვედა შრეები, ამიტომ პარლამენტის პოზიციის შესახებ საბოლოო პასუხზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება რამდენიმე დღის შემდეგ“, - უთხრა ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება არასტაბილურობის მორიგ კომპონენტს შეიტანს რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაში, რომელსაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის 16 თებერვლის ანგარიშიდან ირკვევა, ისედაც არ აკლია სიმწვავე და არასტაბილურობა:
„მოსკოვის სამხედრო ყოფნა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე საქართველოს უკმაყოფილება სტატუს კვოთი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობა, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან ჩრდილო კავკასიაში, ასევე ახდენს გავლენას ამ დაძაბულობაზე.“
საქართველო-რუსეთის ურთიერთობის უკიდურეს გაუარესებაზე მეტყველებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც დმიტრი მედვედევმა, სოჭის ოლიამპიადის სამზადისის კონტექსტში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა და საქართველო ღიად დაადანაშაულა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობაში:
„თქვენც კარგად გესმით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ჩვენს მეზობელ საქართველოსთან. ამიტომ საჭიროა მომეტებული ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რათა ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო ხერგილი დავახვედროთ.“
თუმცა, ბრალდების პასუხად, საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არანაირი ფარული გეგმა არ მუშავდება. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის თქმით, საქართველოს სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით შემდეგი ორი საკითხი აღელვებს:
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ღორღის გატანა, რაც იწვევს აუნაზღაურებელ ეკოლოგიურ ზიანს. ასევ არის მეორე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩერქეზთა გენოციდთან. ესეც სრულიად ღია თემაა და არანაირი საიდუმლოების ბურუსი მას არ ფარავს. ჩერქეზებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, განხილვები მიმდინარეობს და, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში აღიარების საკითხი გადავა ძალიან აქტიურ ფაზაში, ანუ საქართველო არც ერთ არაკანონიერ ძალისხმევას არ მიმართავს და არ გამოიყენებს იმისათვის, რომ რაიმე სახით სოჭის ოლიმპიადას შეექმნას საფრთხე“, - უთხრა ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.
ნუგზარ წიკლაური ასევე არ იზიარებს აზრს, თითქოს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მოსკოვის გვერდის ავლით მეგობრული ურთიერთობა გააბას ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში ვითარებას ძაბავს და რუსეთსაც ყველაზე მეტად აღიზიანებს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა, ასევე სეპარატისტული რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადება.
საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ განხილული იქნეს როგორც იაპონიის პარლამენტში, ასევე საქართველოს პარლამენტში...

საქართველოს საჯარო მცდელობა, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან ჩრდილო კავკასიაში, ასევე ახდენს გავლენას ამ დაძაბულობაზე...
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება არასტაბილურობის მორიგ კომპონენტს შეიტანს რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაში, რომელსაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის 16 თებერვლის ანგარიშიდან ირკვევა, ისედაც არ აკლია სიმწვავე და არასტაბილურობა:
„მოსკოვის სამხედრო ყოფნა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე საქართველოს უკმაყოფილება სტატუს კვოთი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობა, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან ჩრდილო კავკასიაში, ასევე ახდენს გავლენას ამ დაძაბულობაზე.“
საქართველო-რუსეთის ურთიერთობის უკიდურეს გაუარესებაზე მეტყველებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც დმიტრი მედვედევმა, სოჭის ოლიამპიადის სამზადისის კონტექსტში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა და საქართველო ღიად დაადანაშაულა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობაში:
„თქვენც კარგად გესმით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ჩვენს მეზობელ საქართველოსთან. ამიტომ საჭიროა მომეტებული ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რათა ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო ხერგილი დავახვედროთ.“
თუმცა, ბრალდების პასუხად, საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არანაირი ფარული გეგმა არ მუშავდება. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის თქმით, საქართველოს სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით შემდეგი ორი საკითხი აღელვებს:
საქართველო არც ერთ არაკანონიერ ძალისხმევას არ მიმართავს და არ გამოიყენებს იმისათვის, რომ რაიმე სახით სოჭის ოლიმპიადას შეექმნას საფრთხე...