25 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკუტი პარტიის ლიდერი. მან ილაპარაკა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. დავით უსუფაშვილმა შეაჯამა ის წინადადებები, რაც ოპოზიციამ წარმოადგინა. შემდეგი შეხვედრისთვის ოპოზიცია უმრავლესობისგან წერილობით ელოდება საპასუხო პოზიციას წარდგენილ წინადადებებზე.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1