Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ლიბიისთვის სანქციების დაწესებას უჭერს მხარს


რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ახალ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს ლიბიის მთავრობისთვის სანქციების დაწესებას, ოპოზიციის გამოსვლებზე ძალადობრივი ზეწოლის განხორციელების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლიბიის მთავრობას ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა, სანქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა - მისი თქმით, მათი შემოღება აუცილებელია, რათა ლიბია სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომს გადაურჩეს. რეზოლუცია, რომელიც გაერომ შაბათს გვიან ღამით, ერთხმად დაამტკიცა, ითვალისწინებს იარაღზე ემბარგოს - ისევე, როგორც კადაფის, მისი ოჯახის წევრების და დაახლოებული წრისთვის მოგზაურობის აკრძალვას და მათი ქონების გაყინვას. რეზოლუცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, ძალადობა გამოიძიოს და ნემისმიერი პირი, ვისაც სამოქალაქო პირების მკვლელობაში ბრალი მიუძღვის, გაასამართლოს.
XS
SM
MD
LG