Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს


თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, რომელიც პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების ფაქტს იძიებს, ერთ-ერთ მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს განმარტებით, მოწმედ დაკითხულმა მარინა ტერენტიევამ, რომელმაც გარდაცვლილი პირველმა აღმოაჩინა, პოლიციას აცნობა, რომ შემთხვევის წინა ღამითაც იმყოფებოდა რამაზ კლიმიაშვილის ბინაში, სადაც გაზის მკვეთრი სუნი იგრძნობოდა და ღია იყო გაზის ონკანი, რომელიც პირადად დაკეტა, თუმცა, ცხედრის აღმოჩენის დღესაც ბინაში ანალოგიური ვითარება დახვდა. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის ცხედარი ორშაბათს თბილისში, მის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG