„Georgia in my Spirit“ - ასე ჰქვია ქართული წარმოშობის ამსტერდამელი მომღერლისა და გიტარისტის, კონსტანტინე რუხაძის ახალი ორნაწილიანი ალბომის ერთ-ერთ დისკს. ამ კვირაში კონსტანტინე რუხაძე ჩეხეთშია, კონცერტებს მართავს სხვადასხვა კლუბში, პროვინციაში და პრაღაში.
ამ ორი კვირის წინ გამოშვებული ალბომი, სახელწოდებით „სივრცესა და დროში მსოფლიოს გარშემო“, ქართულ მუსიკას დიდ ხარკს უხდის. კონსტანტინე რუხაძე საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. ბოლო კონცერტები მას თბილისში უხსოვარ დროს ჰქონდა. ქართული მუსიკის მიმართ ამ - ძირითადად, „ფიუჟენის“ - ჯაზისა და როკის სინთეზის შემსრულებელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და, როგორც ამბობს, სწორედ ამან გააკეთებინა ეს ახალი ალბომი - არა მარტო ქართული მუსიკის, უბრალოდ, სიყვარულმა, იმის სურვილმაც, რომ ქართულ მუსიკას ისეთი ადგილი ჰქონდეს მსოფლიო მუსიკაში, როგორსაც იმსახურებს.
„ეს მარადიული ჰანგებია. ალბათ, მუდამ თანამედროვე დარჩება, არასოდეს დაძველდება, რადგან ეს მარადიული მუსიკაა, უნივერსალური მუსიკაა. ეს ცოცხალი მუსიკალური კულტურაა, რომლითაც იქ დღემდე ცხოვრობენ, მუსიკა, რომელსაც საქართველოში დღემდე მღერიან. ამიტომ გადავწყვიტე დამემუშავებინა ეს მუსიკა. მცდელობა ადრეც გვქონდა, მაგრამ შექმნილი კომპოზიციები არ გამოგვიყენებია. ისე მოხდა, რომ ჩემი მაშინდელი ჯგუფი დაიშალა, შემდეგ ესპანეთში წავედი სამი წლით. როცა ჰოლანდიაში დავბრუნდი, ახალი ჯგუფი დავაფუძნეთ. უკვე დაგროვილი მქონდა ქართული ხალხური მუსიკის მდიდარი კოლექცია და ბევრს ვუსმენდი მას. მაშინ შეიქმნა „ცანგალა და გოგონაზე“ აგებული კომპოზიცია. მაგრამ არ ვიყავი მომწიფებული შემექმნა მართლაც განსაკუთრებული ეთნიკური პროექტი ქართული მუსიკით “, - გვიამბობს თავის სვლაზე დღევანდელ ალბომამდე კონსტანტინე რუხაძე, რომელსაც პრაღაში, ერთ რიგით კაფეში, შევხვდი.
იმ საღამოს დაგეგმილი კონცერტი არ შედგა. პრაღის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაზ-კლუბ „რედუტას“ საფინანსო პრობლემები გაუჩნდა და „Ruchadze Band- Amsterdam Beyond“- ს, „ამსტერდამს მიღმას“, ეს კონცერტი ჩაეშალა. ტურნე ჩეხეთში გრძელდება. ქართველი წინაპრების მყოლი, ჯერ მოსკოვში, შემდეგ, 70 -იანი წლების დასაწყისში, ბედის მიერ ჩეხეთში, მერე, ავსტრიისა და ესპანეთის გავლით, ჰოლანდიაში დაფუძნებული მუსიკოსი კოსტია რუხაძე თავის იდეაზე თხრობას განაგრძობს:
„იდეა დაიბადა ჯერ კიდევ საქართველოში, სადაც ბავშვობაში, დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობდი. ბავშვი თავის გარემოსადმი ბევრად უფრო გახსნილია და, ვფიქრობ, ჩემს გარშემოც ბევრი ქართული მუსიკა ისმოდა, რაც, ჩანს, ჩემს ქვეცნობიერში დაილექა. შემდეგ, როცა საქართველო დავტოვე და მოსკოვში, შემდეგ ჩეხეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, ბოლოს კი, ჰოლანდიაში აღმოვჩნდი, ის ჩემთან იყო. იმ პერიოდში, 70-იანი წლების დასაწყისში, უშუალოდ ამ მუსიკასთან არ მქონია შეხება. ამავე დროს ვუკრავდი ჯერ პოპმუსიკას, „ბიტლზს“ და სხვას, შემდეგ კი „ფიუჟენის“ - ჯაზის და როკ მუსიკის ნარევის - პერიოდი დაიწყო. მაშინ შევუდექი სხვადასხვა მუსიკის მოსმენას. დედაჩემს ვთხოვე, მოეწოდებინა ჩემთვის ქართული ხალხური მუსიკის ჩანაწერები. როცა მოვისმინე, გავოცდი, შოკი მომგვარა, რამდენად თანამედროვეა ეს ჰანგები.“
ორი წლის წინ კონსტანტინე რუხაძეს დაუდგა ჟამი, როცა საკმარისი დროც ჰქონდა, საკმარისი იდეებიც, არაერთი ქართული კომპოზიციაც გაკეთებული და გაჩნდა ფულიც, რითაც პროექტის დაფინანსება შეიძლებოდა:
„იდეა იყო ის, რომ კომერციული მუსიკა კი არ გაგვეკეთებინა და რაც შეიძლება მეტი დისკი კი გაგვეყიდა, არამედ შეგვექმნა რაც შეიძლება მშვენიერი ალბომი. იდეა ეს იყო მხოლოდ. 2010 წლის ნოემბერში დავიწყეთ ჩაწერა. ჩავწერეთ ოთხი ქართული კომპოზიცია, რომლებიც პირველ დისკზეა. ალბომი ორდისკიანია, მეორე დისკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მუსიკაზე შექმნილი კომპოზიციებია, პირველ დისკს კი ასე ჰქვია: „Georgia in my Spirit“. ვფიქრობ, რომ სადღაც ჩემი გენების სიღრმეში ქართული კულტურის დიდი წილია. ცნობიერად თუ არაცნობიერად, ის ყოველთვის ახდენდა გავლენას ჩემს გზაზე მუსიკაში, იმაზე,რასაც ვაკეთებდი ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყოველთვის იყო რაღაც ქართული კულტურიდან. ეს გამომარჩევდა სხვა მუსიკოსებისგან, რომლებიც იმიტომ აფასებდნენ ჩემს შემოქმედებას, რომ მათგან განსხვავებულს ვქმნიდი.“
თავიდან „Amsterdam Beyond“-ი ფიქრობდა პარტნიორები, ქართული მუსიკის შემსრულებლები საქართველოში მოენახა, იქ ჩასულიყო და იქ ჩაეწერა. მაგრამ ეს არ იყო იოლი. თუმცა კონსტანტინე რუხაძემ იცის, რომ საქართველოში უამრავი შესანიშნავი მომღერალია, მან გადაწყვიტა ისევ ევროპაში ეძებნა. და მიაგნო კიდეც. ჰოლანდიაში გასტროლებზე იყო ჯგუფი - „ხარება და გოგია“. ამ ჯგუფის მომღერლებთან შეთანხმება შედგა, მოემზადნენ და დაიწყო ჩაწერა. კოსტია რუხაძე შიშობდა, რომ კლასიკური ხალხური მუსიკის მომღერლებისთვის ამ ახალი ტიპის მუსიკის შესრულება უჩვეულო იქნებოდა, მაგრამ ამბობს, ყველაფერი შესანიშნავად წარიმართაო. ალბომის „სივრცესა და დროში მსოფლიოს გარშემო“ შექმნაში 44 მუსიკოსი მონაწილეობს მსოფლიოს თორმეტი ქვეყნიდან. საქართველოს გარდა, მასში ჩართულნი არიან ჰოლანდიელი, ჩეხი, გერმანელი, ესპანელი, პორტუგალიელი, სურინამელი მუსიკოსები.
ახლა ალბომი ფართო საზოგადოებისკენ გზას იკვლევს. პირველი პარტია ათასი ცალი დაიბეჭდა. მომღერალი ამბობს, რადგან ეს მარადიული მუსიკაა, დრო რომც დასჭირდეს, ერთი, ორი თუ მეტი წელიწადი, არა უშავს, ეს არ არის მოდური მუსიკა, რომელიც დროზეა დამოკიდებულიო. კონსტანტინ რუხაძე ლაპარაკობს ერთ-ერთ კომპოზიციაზე ამ ალბომში:
„ერთ-ერთ კომპოზიციას, რომელიც ქართულ - მეგრულ -სიმღერაზე, „ჩელაზეა“ აგებული, „აბრეშუმის გზის დაუსრულებელი ამბავი“ ჰქვია. ვიცი, რომ აბრეშუმის გზა ძველად საქართველოზე გადიოდა. ჩემს წარმოდგენაში მოგზაურობა დავიწყე სადღაც მონღოლეთში, ჩინეთში, სადაც იქაური ბერები ლოცულობდნენ, სანამ ქარავანი დაიძვრებოდა, წამოვიდოდა ევროპისკენ, გამოივლიდა საქართველოს, სადაც ამ სიმღერას, „ჩელას“, მოისმენდა. შემდეგ უკვე უშუალოდ ევროპაში ისმის კლასიკური მუსიკა, რასაც მოჰყვება ესპანეთი, იქაური მუსიკით. ბოლოს ქარავანი ხომალდებით მიემართება აფრიკისკენ და მიაღწევს მაროკოს, სადაც სრულდება, ჩემი წარმოდგენით, აბრეშუმის გზა.“
თავისი ალბომის საქართველოსთვის გაცნობაზე თუ ფიქრობს კონსტანტინე რუხაძე?
„ამ შემადგენლობით სიამოვნებით წარვდგებოდი საქართველოში. იმედი მაქვს, რომ იქ ამ მუსიკის ნამდვილ არსს გაიგებენ. მჯერა, რომ ეს უმაღლესი დონის, ფანტასტიკური მუსიკაა, რადგან ეს მუსიკოსები უმაღლესი კლასის არიან. ვისაც მუსიკა უყვარს, გაიგებს მას და მოიწონებს. და ეს ეხება საქართველოსაც.“
ამ ორი კვირის წინ გამოშვებული ალბომი, სახელწოდებით „სივრცესა და დროში მსოფლიოს გარშემო“, ქართულ მუსიკას დიდ ხარკს უხდის. კონსტანტინე რუხაძე საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. ბოლო კონცერტები მას თბილისში უხსოვარ დროს ჰქონდა. ქართული მუსიკის მიმართ ამ - ძირითადად, „ფიუჟენის“ - ჯაზისა და როკის სინთეზის შემსრულებელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და, როგორც ამბობს, სწორედ ამან გააკეთებინა ეს ახალი ალბომი - არა მარტო ქართული მუსიკის, უბრალოდ, სიყვარულმა, იმის სურვილმაც, რომ ქართულ მუსიკას ისეთი ადგილი ჰქონდეს მსოფლიო მუსიკაში, როგორსაც იმსახურებს.
ბავშვი თავის გარემოსადმი ბევრად უფრო გახსნილია და, ვფიქრობ, ჩემს გარშემოც ბევრი ქართული მუსიკა ისმოდა, რაც, ჩანს, ჩემს ქვეცნობიერში დაილექა ...
იმ საღამოს დაგეგმილი კონცერტი არ შედგა. პრაღის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაზ-კლუბ „რედუტას“ საფინანსო პრობლემები გაუჩნდა და „Ruchadze Band- Amsterdam Beyond“- ს, „ამსტერდამს მიღმას“, ეს კონცერტი ჩაეშალა. ტურნე ჩეხეთში გრძელდება. ქართველი წინაპრების მყოლი, ჯერ მოსკოვში, შემდეგ, 70 -იანი წლების დასაწყისში, ბედის მიერ ჩეხეთში, მერე, ავსტრიისა და ესპანეთის გავლით, ჰოლანდიაში დაფუძნებული მუსიკოსი კოსტია რუხაძე თავის იდეაზე თხრობას განაგრძობს:
„იდეა დაიბადა ჯერ კიდევ საქართველოში, სადაც ბავშვობაში, დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობდი. ბავშვი თავის გარემოსადმი ბევრად უფრო გახსნილია და, ვფიქრობ, ჩემს გარშემოც ბევრი ქართული მუსიკა ისმოდა, რაც, ჩანს, ჩემს ქვეცნობიერში დაილექა. შემდეგ, როცა საქართველო დავტოვე და მოსკოვში, შემდეგ ჩეხეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, ბოლოს კი, ჰოლანდიაში აღმოვჩნდი, ის ჩემთან იყო. იმ პერიოდში, 70-იანი წლების დასაწყისში, უშუალოდ ამ მუსიკასთან არ მქონია შეხება. ამავე დროს ვუკრავდი ჯერ პოპმუსიკას, „ბიტლზს“ და სხვას, შემდეგ კი „ფიუჟენის“ - ჯაზის და როკ მუსიკის ნარევის - პერიოდი დაიწყო. მაშინ შევუდექი სხვადასხვა მუსიკის მოსმენას. დედაჩემს ვთხოვე, მოეწოდებინა ჩემთვის ქართული ხალხური მუსიკის ჩანაწერები. როცა მოვისმინე, გავოცდი, შოკი მომგვარა, რამდენად თანამედროვეა ეს ჰანგები.“
ორი წლის წინ კონსტანტინე რუხაძეს დაუდგა ჟამი, როცა საკმარისი დროც ჰქონდა, საკმარისი იდეებიც, არაერთი ქართული კომპოზიციაც გაკეთებული და გაჩნდა ფულიც, რითაც პროექტის დაფინანსება შეიძლებოდა:
„იდეა იყო ის, რომ კომერციული მუსიკა კი არ გაგვეკეთებინა და რაც შეიძლება მეტი დისკი კი გაგვეყიდა, არამედ შეგვექმნა რაც შეიძლება მშვენიერი ალბომი. იდეა ეს იყო მხოლოდ. 2010 წლის ნოემბერში დავიწყეთ ჩაწერა. ჩავწერეთ ოთხი ქართული კომპოზიცია, რომლებიც პირველ დისკზეა. ალბომი ორდისკიანია, მეორე დისკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მუსიკაზე შექმნილი კომპოზიციებია, პირველ დისკს კი ასე ჰქვია: „Georgia in my Spirit“. ვფიქრობ, რომ სადღაც ჩემი გენების სიღრმეში ქართული კულტურის დიდი წილია. ცნობიერად თუ არაცნობიერად, ის ყოველთვის ახდენდა გავლენას ჩემს გზაზე მუსიკაში, იმაზე,რასაც ვაკეთებდი ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყოველთვის იყო რაღაც ქართული კულტურიდან. ეს გამომარჩევდა სხვა მუსიკოსებისგან, რომლებიც იმიტომ აფასებდნენ ჩემს შემოქმედებას, რომ მათგან განსხვავებულს ვქმნიდი.“
ამ შემადგენლობით სიამოვნებით წარვდგებოდი საქართველოში. იმედი მაქვს, რომ იქ ამ მუსიკის ნამდვილ არსს გაიგებენ ...