Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში შვიდი ბირთვული რეაქტორი დროებით იხურება


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში დროებით დაიკეტება ყველაზე ძველი ბირთვული რეაქტორები - იაპონიის მოვლენების გამო: „[იაპონიაში] შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ყველა ატომურ სადგურზე უსაფრთოხოების შემოწმებას ჩავატარებთ. ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია ფედერალურ და მხარეთა მთავრობებს შორის. ის ატომური სადგურები, რომლებმაც მუშაობა 1980 წლამდე დაიწყეს, [სამთვიანი] მორატორიუმის თანახმად დროებით დაიკეტება და მუშაობას შეწყვეტს“. საქმე ეხება შვიდ რეაქტორს, რომლებიც სულ მცირე სამი თვის განმავლობაში იქნება გამორთული. ამ განცხადებამდე, ორშაბათს, მერკელმა სამი თვით შეაჩერა შარშან მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გერმანიის ბოლო 17 რეაქტორის გამორთვა 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის უნდა გადადებულიყო. გამოკითხვების თანახმად, გერმანიის მოქალაქეთა უმრავლესობა ბირთვული ენერგიის წინააღმდეგია. მერკელის პარტიამ მალე მნიშვნელოვან რეგონულ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელში გამართეს შეხვედრა და ბირთვული უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG