Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქციას გამართავს


საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა 25 მარტს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს. დაგეგმილი აქციის დეტალებზე წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები დღეს, 14:00 საათისთვის დანიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. უკვე ცნობილია, რომ აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს დააყენებენ და იმ პატიმრების სიას გამოაქვეყნებენ, რომლებიც მათი ინფორმაციით, ნაწამები არიან. წინააღმდეგობის მოძრაობის ინფორმაციით, უკვე შემუშავდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, რომელსაც 35 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი და ხელმოწერები დღემდე გრძელდება. ამნისტიის კანონპროექტის პარალელურად, წინააღმდეგობის მოძრაობამ აქციები დაიწყო, პატიმართა წამების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. პირველი აქცია, სახელწოდებით - "მეც პატიმარი ვარ" 2011 წლის 18 მარტს გაიმართა.
XS
SM
MD
LG