Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ იზიარებს ლიბიის თაობაზე მედვედევის შეხედულებებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მას და პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე „ერთმანეთის ძალიან მსგავსი“ შეხედულებები აქვთ. ორშაბათს მედვედევმა საყვედური გამოთქვა პუტინის მისამართით - იმის გამო, რომ პუტინმა ლიბიაში მოქმედებისკენ დასავლეთის მოწოდება ჯვაროსნულ ლაშქრობებს შეადარა. ეს რუსეთის ხელისუფლების ამ ორ წარმომადგენელს შორის მომხდარი ყველაზე მწვავე საჯარო უთანხმოება იყო, 2012 წელს დანიშნული არჩევნების ფონზე. თუმცა, სლოვენიაში, ლიუბლიანაში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის ოფიციალური პოზიცია მედვედევმა გამოხატაო: „რაც შეეხება ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეთანხმებას ან უთანხმოებას - ჩვენთან საგარეო პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელმძღვანელობა, და აქ არანაირი გაორება არ შეიძლება არსებობდეს“ - განაცხადა პუტინმა. უფრო ადრე პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა ლიბიის მიმართ გაეროს რეზოლუციის შესახებ პუტინის სიტყვებს პრემიერ-მინისტრის პირადი აზრი უწოდა.
XS
SM
MD
LG