Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპოზიცია ვაშინგტონშისგან აღიარებას ითხოვს


ხუთშაბათს ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას ლიბიის ოპოზიციის ლიდერმა ვაშინგტონს ლიბიის მეამბოხეთა მოძრაობის ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობად ცნობისკენ მოუწოდა. მაჰმუდ გიბრილი ვაშინგტონისგან ითხოვს აგრეთვე ლიბიის კუთვნილი მილიარდობით დოლარის გაყინული ქონების ნაწილის გათავისუფლებას, რადგან მეამბოხეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დაფინანსება. ლიბიის მეამბოხეთა ლიდერების დელეგაცია დღეს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე ეცდება ფინანსური დახმარებისა და დიპლომატიური ლეგიტიმაციის მოპოვებას. თეთრი სახლის ინფორმაციით ლიბიის ოპოზიციის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერი მაჰმუდ გიბრილი პერზიდენტ ბარაკ ობამას ერონვული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ ტომ დანილონსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG