Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2012 წლის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამყენებას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუმცა მალე გამოაცხადებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მედვედევი ამ საკითხს შეეხო პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც მედიასაშუალებების 800-ზე მეტი წარმომადგენელია აკრედიტებული. საქმე ეხება ამ სახის პირველ ღონისძიებას მედვედევის მონაწილეობით. პრეზიდენტის პოსტზე მისი წინამორბედი, ვლადიმირ პუტინი ყოველ წელს ატარებდა ფართომასშტაბიან პრეს-კონფერენციებს.
XS
SM
MD
LG