პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ სულ მცირე 23 ჯარისკაცი და 35 ექსტრემისტი დაიღუპა ერთი დღის განმავლობაში გაგრძელებულ შეტაკებაში. ის მაშინ დაიწყო, როცა ექსტრემისტებმა ავღანეთთან საზღვრის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე მიიტანეს იერიში, დირის რეგიონში. პოლიციის ცნობით, დღეს, ადგილობრივი დროით შუადღისას სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა. ორი წლის წინ პაკისტანის არმიამ ჩრდილოდასავლეთის რეგიონში - რომელიც დირსაც მოიცავს - თალიბანის წინააღმდეგ იერიში წამოიწყო, რასაც ასობით თალიბის მეზობელ ავღანეთში გადასვლა მოჰყვა.
ყველაზე პოპულარული
1