Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იმართება საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდი


ჟენევაში მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, ისევე როგორც ამ უკანასკნელის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, საერთაშორისო შუამავლებთან ერთად. ჟენევაში დღევანდელი მოლაპარაკების დაწყებამდე, რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს დელეგაციის წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეს, რომელმაც ასე უპასუხა შეკითხვას მოლაპარაკების მე-16 რაუნდის მთავარ საკითხზე: „რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს ტერორისტული აქტების მომზადება და დაგეგმვა ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ აქ დავაყენებთ. ყველა სხვა საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ხოლმე ჟენევის მოლაპარაკებებში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან შედარებით არც ერთი მნიშვნელოვანი არ არის“.
XS
SM
MD
LG