Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, მისი ქვეყანა და საფრანგეთი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენენ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც დაგმობილია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის „რეპრესიები“ ოპონენტების წინააღმდეგ. კამერონმა ლონდონში, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა აგრეთვე, რომ პროექტით მოითხოვენ „ანგარიშვალდებულებასა და ჰუმანიტარულ ზომებს“. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან ორს, რუსეთსა და ჩინეთს უკვე ნათქვამი აქვთ, რომ ეწინააღმდეგებიან ასადის რეჟიმის დამგმობ რეზოლუციას. გავრცელებული ცნობებით, ათასობით სირიელი გარბის ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციიდან, სამხედრო ძალების შესაძლო იერიშების შიშით. აქტივისტების ინფორმაციით, ბევრი ცდილობს თურქეთში გადასვლას. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში ჩავიდა 450 ლტოლვილი სირიიდან, მათ შორის შეტაკებებში დაჭრილი ხალხი. თურქეთსა და სირიას 850-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ.
XS
SM
MD
LG