Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ალ-ყაიდაზე შეტევა განახორციელეს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა


როგორც ”ასოშიეიტიდ პრესი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გასულ კვირას იერიში მიიტანეს იემენში მოქმედ ალ-ყაიდის დაჯგუფებებზე. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, შეტაკების დროს ალ-ყაიდის რამდენიმე წარმომადგენელი დაიღუპა. უკანასკნელ პერიოდში ეს იემენში განხორციელებული უკვე მეორე შეტევაა. 5 მაისს ამერიკის უპილოტო თვითმფრინავმა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ მოახერხა ალ-ყაიდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის, ამერიკაში დაბადებული ანვარ ალ ავლაკის ლიკვიდაცია.
XS
SM
MD
LG