სირიის არმია განაგრძობს ოპერაციას ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში კონტროლი დაამყარა ამბოხებულ ქალაქ ჯისრ ალ-შუღურზე. აქტივისტების ცნობით, სირიის არმიამ დახოცა სულ მცირე, ექვსი სამოქალაქო პირი ქალაქის არეალში. მათივე ინფორმაციით, ახლა ტანკები მიადგნენ ქალაქ მაარატ ალ-ნაამამს, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა ხოლმე. სირიის არმიამ იდლიბის პროვინციაში ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში უშიშროების ძალების 120 თანამშრომელი მოკლეს, როგორც მთავრობა ირწმუნება, „შეიარაღებულმა ჯგუფებმა“. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა დაპირისპირებას მოხდა თვით უშიშროების ძალების წევრებს შორის. თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ანატოლიას ცნობით, 7000-მდე სირიელი გაექცა ძალადობას სამშობლოში და თურქეთს შეაფარა თავი. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში შექმნილი ვითარების გამო.
ყველაზე პოპულარული
1