ბრიუსელმა კიდევ უფრო გაზარდა "შავი სია", რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსიის რეჟიმის ასობით წარმომადგენლის მიმართ რიგ სანქციებს ითვალისწინებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ლუქსემბურგში შეიკრიბებიან, პირველად შემოიღეს სანქციები ბელორუსიის სამი კომპანიის წინააღმდეგ და მინსკს შეიარაღებაზე ემბარგო დაუწესეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღის წესრიგში არ შეიტანეს მინსკის თხოვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი, გამოუყოს კრედიტი ფინანსური სტაბილურობისათვის.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელორუსიის „შავ სიაში“ შეიტანეს სამი კომპანია - იარაღის მწარმოებელი „ბელტექექსპორტი“, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის პროვაიდერი „ბელტელეკომი“ და აზარტული თამაშების კომპანია „სპორტ-პარი“, რომელიც ქვეყნის უმდიდრეს ადამიანსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ეკონომიკურ მრჩეველს, ვლადიმირ პეფტიევს ეკუთვნის. შესაბამისად, პეფტიევი და კიდევ სამი ადამიანის გვარი დაემატა ბელორუსიის წარმომადგენელ იმ 190 მოხელეს, რომლებსაც ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება. სია ბოლოს განახლდა მას შემდეგ,რაც გასულ თვეში ლუკაშენკოს რეჟიმმა სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდა პრეზიდენტობის სამ კანდიდატსა და მათ მომხრე რამდენიმე აქტივისტს, რომლებიც 2010 წლის დეკემბრის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებისადმი პროტესტის გამოსახატავად მინსკის ქუჩებში გამოვიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში სრული კონსენსუსია იმაზე, რომ საჭიროა რაღაც მოევლოს ბელორუსიაში შექმნილ ვითარებას, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა - მაგალითად, იტალია და ლატვია - დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება მინსკის რეჟიმის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. ლატვიის წარმომადგენლები ევროკავშირში ფიქრობენ, რომ შემდგომი სანქციები გაურთულებს მდგომარეობას ლატვიურ ბიზნესს ბელორუსიაში. ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი კი ბრიუსელში დღეს დაბალანსებულ მიდგომაზე საუბრობდა:
„ვფიქრობ, სანქციების შემთხვევაში მთავარია თავიდან ავაცილოთ საფრთხე იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლილებების მოთხოვნით გამოდიან. შესაბამისად, ამის განხორციელების ყველაზე კარგი საშუალებაა, ზუსტად განვსაზღვროთ გზები და ასეთი კომპანიები. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სანქციები ყოველთვის 100 პროცენტით ამართლებს. ზოგ შემთხვევაში ისინი ამართლებენ, ზოგში - კი არა.“
იანვრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დასკვნა ბელორუსიასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ამგვარ დოკუმენტს უარყოფენ, როგორც „ცარიელ სიტყვებს“, მიმართვაში ევროკავშირი მოუწოდებს ბელორუსიას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს. დასკვნის ტექსტში დაგმობილია მედიის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა ბელორუსიაში: ინფორმაციის სამინისტროს მიერ ორი უმსხვილესი გაზეთის -„ნაროდნაია ვოლნასა“ და „ნაშა ნივას“ - დახურვა, ლიცენზიაზე უარის თქმა რადიოსადგურ "აუტო-რადიოსათვის".
ევროკავშირმა გააკრიტიკა ბელორუსიის სასამართლო იმის გამო, რომ მან გაასამართლა პოლონური „გაზეტა ვიბორჩას“ ჟურნალისტი, ანჯეი პოჩობუტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეურაცხყოფისათვის.
აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე ბელორუსიის ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა თხოვნით, გამოუყოს კრედიტი ფინანსური სტაბილურობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის პრიორიტეტი საბერძნეთში მიმდინარე ფინანსური კრიზისია, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ბელორუსიის კრიზისი იმსახურებს ყურადღებას და იგი, შესაძლოა, უფრო უარესიც კი იყოს ფინანსური კოლაფსის თვალსაზრისით.
მაგრამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ლუქსემბურგში დღის წესრიგში არ შეუტანიათ ბელორუსიის ფინანსური დახმარების საკითხი. სამაგიეროდ, ბელორუსიას დაუწესდა ემბარგო შეიარაღების მიწოდებაზე. ემბარგოს ჩამონათვალი ვრცელდება ნებისმიერი სახის მასალაზე, რომელიც „შესაძლოა გამოყენებული იქნეს ქვეყნის შიგნით რეპრესიების განსახორციელებლად.“