Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააკავეს ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი სამხედრო პირი


პაკისტანში დააკავეს მაღალი რანგის სამხედრო პირი, ალი ხანი, რომელიც ეჭვმიტანილია აკრძალულ ექსტრემისტულ ჯგუფ „ჰიზბ-უტ-ტაჰრირთან“ კავშირში. ალი ხანი პაკისტანის არმიის შტაბ-ბინაში მუშაობდა. მის დაკავებაზე განცხადების გაკეთებისას, არმიის პრესმდივანმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ალი ხანს კავშირი არ ჰქონია თალიბანთან. „ჰიზბ-უტ-ტაჰრირი“ არის საერთაშორისო ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ისლამური ხალიფატის აღორძინებას.
XS
SM
MD
LG