სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ეს ქვეყანა ოქტომბერში გამოიყვანს ჯარს ავღანეთიდან. ბორუტ პაჰორმა ეს ჟურნალისტებს უთხრა სამთავრობო სხდომის შემდეგ, ლიუბლიანაში. ნატოს წევრი ქვეყნის, სლოვენიის 89 სამხედროა ჩართული ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნაში.