Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ატომური ელექტროსადგურების დახურვას


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ატომური ელექტროსადგურების დახურვას 2022 წლამდე. პარლამენტის ზედა პალატაში მომავალ კვირაში გაიმართება კენჭისყრა ამ საკითხზე. გერმანიაში უკვე დახურეს ძველი ტიპის რვა რეაქტორი, რის შესახებაც გადაწყდა კრიზისის გამო, რომელიც იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე გამოიწვია 11 მარტის მიწისძვრამ და ცუნამიმ.
XS
SM
MD
LG