Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში აღნიშნავენ კომუნისტური პარტიის დაარსების 90-ე წლისთავს


ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს განცხადებით, მმართველი კომუნისტური პარტიის ზოგი წევრის „არაკომპეტენტურობა“ პრობლემებს იწვევს ქვეყანაში. ეს კრიტიკული შეფასება ჰუ ძინტაომ გამოთქვა პეკინში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ყრილობაზე. პრეზიდენტმა შეაქო კომუნისტური პარტიის მიღწევები „რევოლუციაში, განვითარებასა და რეფორმაში“, მაგრამ მიუთითა კორუფციის პრობლემაზეც. „ჩვენ კვლავაც ჩართული ვართ სერიოზულ ბრძოლაში კორუფციის წინააღმდეგ. ამოცანა კვლავინდებურად რთულია. თუ კორუფცია არ დავამარცხეთ, პარტია დაკარგავს ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას. მთელი პარტია უნდა იყოს მობილიზებული და სრულად აცნობიერებდეს, რომ ხანგრძლივ, კომპლექსურ და რთულ ბრძოლას ვაწარმოებთ კორუფციის დასამარცხებლად“, - განაცხადა ჰუ ძინტაომ.
ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც 192ი წლის 23 ივლისს შანხაიში დააარსა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის მაო ძედუნმა, 1949 წელს ჩადგა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში, ნაციონალისტებთან სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ. პარტიას დღეს 80 მილიონამდე წევრი ჰყავს.
XS
SM
MD
LG