Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ლიბიიდან ათასამდე ლტოლვილი ჩავიდა


იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე სამი გემით დღეს ათასამდე ლიბიელი ლტოლვილი ჩავიდა. პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც კუნძულზე სტუმრობას გეგმავდა, გადადო ვიზიტი, რათა ხელი არ შეეშალა ლტოლვილთა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან, მიღებისთვის. გუშინ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ლიბიის სამხრეთი არეალებიდან რამდენიმე ასეული ადამიანი გაიყვანა თვითმფრინავებით ჩადის დედაქალაქ ნჯამენუში. სამხრეთს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ჯარი აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG