Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: სირიის პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა იმით, რომ არ დაიწყო დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი. ბაშარ ალ-ასადის მისამართით ობამას ეს კრიტიკული განცხადება, რომელიც ამერიკულ ტელევიზიაში გაკეთდა, ერთ დღეში მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ გამოთქმულ ასევე კრიტიკულ შეფასებას. კრიტიკა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტის მომხრეებმა იერიშები მიიტანეს დამასკში შეერთებული შტატების და საფრანგეთის საელჩოებზე. ეს ინციდენტები დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომაც.
XS
SM
MD
LG