Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბომბეიში აფეთქების მომწყობთა კვალი არ ჩანს


ინდოეთის საშინაო საქმეთა სამინისტროს თქმით, გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ, ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ბომბეიში ოთხშაბათის სამი აფეთქების უკან. პალანიაპან ჩიდამბარამმა პრესკონფრენციაზე თქვა, რომ სამ სხვადახვა ადგილას მოწყობილი აფეთქება „კორდინირებული ტერორისტული აქტი იყო“. მისი თქმით, დაზვერვის მხრიდან შესაძლებელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება არ მომხდარა. მანვე თქვა, რომ დახოცილია არა 21, არამედ 17 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი, 131-ია და არა 141. გარომ და აშშ-მა, სხვათა შორის დაგმო აფეთქებები.
XS
SM
MD
LG