Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას და რესპუბლიკელებს ცხარე კამათი ჰქონდათ ვალის გარშემო


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, როგორც იუწყებიან, ცხარე მოლაპარაკება ჰქონდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადენელ კანონმდებლებთან დეფიციტის შემცირების გზების თაობაზე. ობამამ კანონმდებლებს უთხრა, რომ ისინი უნდა წავიდნენ კომპრომისზე სწრაფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მთავრობის გადახდისუუნარობა, დეფოლტი. შეხვედრა შედგა მას მერე, რაც კრედიტუნარიანობის განმსაზღვრელმა სააგენტომ, „მუდის-მა“ განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება დაკარგოს მაღალი კრედიტუნარიანობა მომავალ კვირებში, თუკი არ გაზარდეს ამერიკის საკრედიტო ლიმიტი, რომელიც 14 ტრილიონს აჭარბებს. რესპუბლიკელებს სურთ, რომ შემცირდეს ხარჯები თითქმის 2-ნახევარი ტრილიონით, ლიმიტის გაზრდის სამაგიეროდ. დემოკრატებს და ობამას გადასახადების გაზდა სურთ.
XS
SM
MD
LG