Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩმა” გამოაქვეყნა ანგარიში გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე


ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ”ჰიუმან რაიტს უოჩმა”, 15 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში სახლწოდებით ”ცხოვრება გაურკევლობაში”, რომელიც გალის რაიონში დაბრუნებული ეთნიკური ქართველების უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება უფლებათა დარღვევის სამ ძირითად მიმართულებაზე, რომლებიც გამოიკვეთა 2-წლიანი კვლევების შედეგად. ესენია: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, გადაადგილების თავისუფლება და ქართულ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. როგორც ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიამ უთხრა ”რადიო თავისუფლებას”, კვლევამ აჩვენა, რომ გალის რაიონში მცხოვრები ქართველების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა ძირითადად უკანონო პასპორტიზაციის პროცესთან მიმართებით იკვეთება. ”თუ პიროვნება უარს ამბობს პასპორტის აღებაზე, მას ერთმევა მთელი რიგი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, მაგალითად: არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება, ატესტატის აღების უფლება, ქონებრივი ტრანსაქციის განხორციელების უფლება და ასე შემდეგ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გოგიამ.
XS
SM
MD
LG