იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი ზომების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სამი წლის მანძილზე 48 მილიარდი ევროს დაზოგვას. პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მთავრობამ დააჩქარა ახალი ზომების დამტკიცება და საწყის გეგმაზე უფრო მკვეთრად შეამცირა ხარჯები მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში საფინანსო ბაზრებს დაეტყო შეშფოთება, გამოწვეული იტალიის ფინანსურ სტაბილურობაში დაეჭვებით.