21 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა ზაქარეიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. მან ილაპარაკა კვლევაზე - ”იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში”. კვლევა ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” მოამზადა ”შერიგების რესურსებთან” თანამშრომლობით. მის მომზადებაში მონაწილეობდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა ქსელ ”სინერგიის” წევრი ორგანიზაციები. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცხოვრები 1000 დევნილი აფხაზეთიდან. გამოკითხვა 2010 წლის დასაწყისში ჩატარდა.
სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.