17 ივლისი, კვირა
წეროვანის დევნილების დასახლება. ბოლო კვირაა, უმეტეს დროს აქ ვატარებ. ცხელა. ერთ-ერთი კოტეჯის მინაშენში ვსხედვართ. დაუმთავრებელი მინაშენია. ფული თუ იქნა, ოდესმე აქ მაღაზია გაიხსნება. ჯერჯერობით ქვიშით სავსე ტომარა კიდია ჭერში - ორი ბიჭი კრივში ვარჯიშობს. 14 და 15 წლისანი არიან. ოჯახი ერედვიდანაა. დიასახლისი ჰყვება, როგორ გახდა დევნილი. იმ წელს 10 ჰექტარზე ელოდნენ მოსავალს. ოთხჯერ მეტი შემოსავალი უნდა მიეღოთ, ვიდრე ხარჯი ჰქონდათ... მოულოდნელად ისნის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდნენ, პატარა ოთახში, რომლის ერთი კედელი მინის იყო.
ჰყვება: „შევედით და ამოვისუნთქე - ოთახი გვაქვს. ცარიელი ოთახია - არც სკამი, არც საწოლი. მაშინ მივხვდი, თურმე რამდენი რამე გჭირდება ადამიანს: ჭიქა, თეფში, მაკრატელი... მესამე დღეს მოგვიტანეს ფქვილი.“
18 ივლისი, ორშაბათი
მამაჩემი ინფექციურ საავადმყოფოში წვება სამკურნალოდ. ერთი კვირაა, სიცხეს აძლევს დროგამოშვებით. რაღაც ინფექცია აქვს. მიმღებში ნახევარი საათი ვუცდით მორიგეს - ვიღაც პაციენტს ეჩხუბება. შემოვარდება მიმღებში, თან დერეფანში რაღაცას გაჰყვირის, მერე ისევ სადღაც გარბის.
მამას კაცების საერთო პალატაში აწვენენ. ძველი, რკინის ექვსი საწოლი დგას. წყალი არ მოდის, უბანში ავარიაა. ექიმი გვეუბნება, საპონი და ტუალეტის ქაღალდი მოიტანეთო. ასევე უნდა მივიტანოთ ჭიქა წყლისთვის - წამლის მისაღებად. მამაჩემს მხოლოდ დიეტური საკვები ეჭმება. ესეც სახლიდან უნდა მივიტანოთ.
მამაჩემის მეზობლად ერთი კაცი მკურნალობს - ბოლნისელია. მისთვის მოხარშული კარტოფილი ბოლნისიდან მიაქვთ. პალატაში 10 ნათურაა ჭერში დამაგრებული. აქედან მხოლოდ ერთი მუშაობს, ისიც პაციენტს მიუტანია.
19 ივლისი, სამშაბათი
ძილს ერთი საათით ვიბრუნებ.
შემდეგ ცოტას ვნერვიულობ.
ვიწერ ატმოსფეროს: მწერების ჭრიჭინს და ქარის ხმას. შუადღისას „მაესტროდან“ მირეკავენ - ჩემი ფილმის, „ლიდერის“ გაშვება უნდათ ეთერში.
დოკუმენტური ფილმია, რომელიც ერთ-ერთ „პატრიოტთა ბანაკში“ გადავიღე შარშანწინ. „ლიდერით“ შარშან Russia Today დაინტერესდა. მომწერეს, ფილმის ჩვენების უფლების შეძენა გვინდაო. არ გამიგზავნია. ფილმებს ვინმეს პოლიტიკური ხურუშიანობის დასაკმაყოფილებლად არ ვიღებ.
ვთვლი, რომ ფილმი არც „მაესტროს“ უნდა მივცე. ისიც არ მსიამოვნებს, ქართული ტელევიზიები ფილმების ეთერში გაშვებას უსასყიდლოდ რომ ითხოვენ. კოლაბორაციონისტი არ ვარ.
კიდევ იმიტომ არ მინდა, ჩემი ფილმი „მაესტროზე“ გავიდეს, რომ მეორე დღესვე ოპოზიციონერის იარლიყს მომაკრავენ. არადა, ამას რომ ვწერ, ვიღაცისთვის მიშისტი ვარ. სინამდვილეში ეგოისტი ვარ.
წინა კვირას, ფოტოგრაფები რომ დააკავეს, მე და ჩემს პროდიუსერს ერთ-ერთ რუსულ ტელეარხთან გვქონდა მოლაპარაკება. სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის (აქედან ორი ჩემია, ერთიც - ჩემი კოლეგის) ლიცენზიების შესყიდვა სურდათ. კონტრაქტი უკვე დამუშავებული იყო. ფოტოგრაფების დაკავების ამბავი რომ გავიგე, ფილმების გაყიდვა გადავიფიქრე. ალბათ პარანოიაა. მაგრამ შემეშინდა, ვინმეს ქვეყნის ღალატში არ დავედანაშაულებინე.
20 ივლისი, ოთხშაბათი
ყველაზე რთულია გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში. დღემდე კარგად არ მესმის, რა მოტივით დააკავეს ფოტოგრაფები. თავდაპირველად გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში და დოკუმენტებში დანაშაულებრივი საერთოდ არაფერი იყო. ბანკის ანგარიშებსა და სხვა „საიდუმლო“ ინფორმაციაზე საუბრები მეც მაქვს, ისევე როგორც ბევრ ჩემს კოლეგას, ჟურნალისტს და არაჟურნალისტს. ნუთუ ეს კანონსაწინააღმდეგოა? დღემდე ვერ გავიგე, რაში ედებათ ამ ადამიანებს ბრალი. გია აბდალაძის ჩვენების მოსმენის შემდეგ ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ იგი ყოველმხრივ დატყვევებულია - ოსურ-რუსული სპეცსამსახურის მხრიდანაც, ქართული ძალოვნების მხრიდანაც და ჩვენივე - საზოგადოებრივი აზრის მხრიდანაც.
გაუგებარია, რა დროს შეიძლება მეც ვიქცე დამნაშავედ. საკუთარ თავში ცენზორის მომძლავრებას ვგრძნობ, სრულიად ამორალურის, რომელიც ჩემი საქციელის გაკონტროლებას ცდილობს.
21 ივლისი, ხუთშაბათი
დილით ისევ ღრუბელია. რობოტივით ვდგები. აბაზანაში მდგარს მახსენდება, რომ შხაპის ყურმილი საყიდელია. ერთი კვირის წინ მოიფლაშა.
წეროვანის დასახლებაში შემაღლებულ წერტილს ვეძებთ, იქიდან ხედის გადასაღებად. ყველაზე მაღალი, თან ერთადერთი ფერადი შენობა პოლიციისაა. პოლიციაში თხოვნით მივდივართ, რომ აგვიშვან სახურავზე. არ ჩანს ცუდი ხალხი. რა პრობლემააო, ოღონდ მაინც უნდა ვიკითხოთო. სადღაც რეკავს გამომძიებელი და უყვება ჩვენს შესახებ - საიდან ვართ, ვინ ვართ, რას ვიღებთ და რისთვის ვიღებთ და, რაც მთავარია, ვისთვის ვიღებთ. მცხეთის პოლიციის პრესმდივანი სპეციალურად ჩვენს სანახავად მოდის - ბრგე ახალგაზრდა, დიდი შავი მანქანით და ვარდისფერი პერანგით. მეორე სართულის ფანჯრიდან ვიღებთ ერთ-ორ კადრს და შემდეგ ეს ბრგე თითით განზე მიხმობს. „ინტერვიუები ჩაწერეთ?“ - ისე ხმადაბლა კითხულობს, ძალაუნებურად დაგძაბავს. - არა-მეთქი, ინტერვიუებს არ ვწერთ. ვხვდები, რომ არ მენდობა. არადა, მართლა არ ვწერთ. მგონი, ვერ წარმოუდგენია, რას შეიძლება ვიღებდეთ ინტერვიუების გარეშე. „მასალა გაქვთ უკვე გადაღებული?“ - ისე მეძიება, ველოდები, როდის მეტყვის, აბა, მანახეო. მეთქი, რავი, ცოტა გადავიღეთ. „კიდევ აპირებთ მასალის გადაღებას?“ მეთქი, ცხადია. „დიდი ხანია, აქ შედიხართ ხოლმე?“
შედიხართო, ასე თქვა. არა „დადიხართ“ ან „მოდიხართ“, არამედ „შედიხართ“.
პოლიციის მხრიდან ასეთმა ჩაძიებამ დამძაბა და დღეს გადაღებას ვწყვეტთ.
საღამოს ფრთიანი ფრაზა მხვდება თბილისში: „ვაი, შენს პატრონს!“ ნუთუ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ამ ქვეყანაში, მაინცდამაინც რუსული მენტალობისაა? ან რა ბედენაა თითოეული მოქალაქის აზრზე ქილიკი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამავე მოქალაქეების გადასახადებით ჭამ პურს. ხიზილალასაც...
22 ივლისი, პარასკევი
სანდლები მაცვია.
ფეხები მიდნება.
წეროვანის დასახლებაში სულიერი არ ჭაჭანებს. ჩამწკრივებული სახლებიდან ყრუ ხმები ისმის, რასაც მწერების ჭრიჭინი და ბზუილი ფარავს. ჰაერი არ იძვრის. მზე ზენიტშია. ჩრდილი არაფერს აქვს.
მეთხუთმეტე რიგიდან მოულოდნელად ველოსიპედი უხვევს. ხრეშის ხრაშუნი რაღაცნაირად სპეციფიკურად ისმის, როგორც სტუდიურ ჩანაწერში.
რადგან გუშინ პოლიცია ჩვენით დაინტერესდა, წეროვანში სხვა, არაცენტრალური გზით შევედით (სიფრთხილეს თავი არ სტკივა!), იმის მიუხედავად, რომ „ისეთს“ არაფერს ვიღებთ, ქვეყნის მტრებს რომ ეამოთ.
23 ივლისი, შაბათი
ჩემთვის მნიშვნელოვანი დღიურები 30-იან წლებში ანაის ნინმა დაწერა. ანაის ნინი პარიზში ამერიკელი მწერლის ჰენრი მილერის საყვარელი იყო. თითქმის წარმოუდგენელია, იყო ასე გულწრფელი საკუთარ თავთან და საკუთარი განცდები ბოლომდე გულახდილად დაწერო.
სააშკარაოზე გამოტანილი, „სხვისთვის“ დაწერილი დღიურები ხშირად პათეტიკური და ბანალურია. წერაც არაა ჩემთვის გამოხატვის საუკეთესო საშუალება. საერთოდაც, აზრის ჩამოყალიბება მიჭირს. ცუდი მეხსიერება მაქვს. აესეთი ღვეზელები...