Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ სერბეთიდან იმპორტი აკრძალა


კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთთან საზღვრის ორ პუნქტზე პოლიციის საგანგებო ქვედანაყოფები განალაგა იმისათვის, რომ სერბეთიდან იმპორტის აკრძალვა აამოქმედოს. კოსოვოს შს მინისტრმა განაცხადა, რომ ორშაბათს პოლიცია განლაგდა კოსოვოს უმეტესად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილში. კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთიდან პროდუქციის იმპორტი გასულ კვირაში აკრძალა თავის დროზე სერბეთის მიერ დაწესებული ემბარგოს პასუხად. 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სერბეთმა კოსოვოდან იმპორტი აკრძალა. კოსოვო თვლის, რომ სერბეთის მიერ დაწესებული ემბარგო მიუღებელია. კოსოვოს დამოუკიდებლობა 70-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის - აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ. თუმცა, სერბეთი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, კოსოვოს დღემდე სერბეტის ტერიტორიად თვლის და აცხადებს, რომ არასდროს აღიარებს მის დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG