26 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ორგანიზებით, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” უფლებამდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარება შეაფასეს. ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე ნათელ მაგალითებად 26 მაისის აქციის დარბევა და ფოტოგრაფების საქმე დასახელდა. ეკა ბესელიამ კი, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, უფლებადამცველებს პენიტენციარულ სისტემაში მონიტორინგის განსახორციელებლად საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნა შესთავაზა.
უფლებადამცველები ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას სავალალოს უწოდებენ და იმ სფეროებს გამოყოფენ, რომელთა გაძლიერებული მონიტორინგი არ უნდა შეწყდეს. ეკა ბესელია, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, თავის კოლეგებს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას სთავაზობს:
”უმძიმესი ვითარებაა პენიტენციარულ სისტემაში, სასამართლოში, პოლიტიკური რეპრესიების თვალსაზრისით. ჩვენ ვაქვეყნებთ პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების ახალ სიას და ვთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას ჩვენს კოლეგებს, კერძოდ, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას, რომელიც დაიწყებს ციხეების მონიტორინგს, სასამართლოს მონიტორინგს, მეტად დაინტერესდებიან პატიმრების უფლებებით და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასაც მოითხოვენ.”
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი გამოყოფს ახალ სფეროებს, სადაც გასულ წელს აქტიურად ირღვეოდა ადამიანების უფლებები:
”მაგალითად, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება... გამოდის, რომ იმ სფეროებში, რომელშიც საქართველოს გარკვეული წინსვლა ჰქონდა, წელს ისევ უკან დავბრუნდით, წარსულში. წელს პირველად მოხდა, რომ დემონსტრანტები დაიღუპნენ და ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის. საპატიმროებში არსებული ვითარება არის უფრო საგანგაშო, ვიდრე გასულ წელს, და ამაზე მეტყველებს დაღუპული პატიმრების რიცხვიც, რაც სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა - სულ 142 დაღუპული პატიმარი. ამას ემატება რეპრესიები მედიის წარმომადგენლებზე თუ სამოქალაქო სექტორზე. ვფიქრობ, მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ წელს ყველაზე კარგად გამოაჩინა თავისი რეალური სახე.”
უჩა ნანუაშვილის აზრით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება არ შემოიფარგლება მხოლოდ მკაცრი ანგარიშებით:
”ფოტოგრაფების საქმე ამის ერთგვარი ტესტი იყო. ყველასათვის ცხადია, რა ხდება საქართველოში, რომ ეს უკვე აღარ არის დემოკრატიული ქვეყანა. მას დღითიდღე აკლდება დემოკრატიის ნიშნები. მე ვფიქრობ, რომ ეს მალე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზეც. ისინი ამას არა მხოლოდ საკუთარ ანგარიშებში ჩაწერენ, არამედ შეიცვლება დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.”
გასული წლის შეფასებისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სიცოცხლის უფლების ხელყოფას ასახელებს:
”26 მაისს ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ხელისუფლება არ ერიდება ადამიანისთვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლების - სიცოცხლის უფლების - ხელყოფას. ფაქტია, რომ 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის დროს სამართალდამცავები უკანონოდ აკავებდნენ ადამიანებს, სცემდნენ მათ, მიჰყავდათ და ტოვებდნენ ქალაქგარეთ, რითიც სჩადიოდნენ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ დანაშაულებებს.”
ყველაზე ცუდი ტენდენცია კი, რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოყოფს, ისაა, რომ ყველა უფლებადარღვევის ფაქტს ხელისუფლება ბოლო დროს რუსეთიდან მომავალი საფრთხით ამართლებს:
”ხელისუფლება ნებისმიერ მისთვის არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტს ატარებს ე.წ. რუსული საფრთხის ჭრილში და ადამიანის უფლებების თემაც უკვე, სამწუხაროდ, გადაიქცა რუსული საფრთხეების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად.”
უმძიმესი ვითარებაა პენიტენციარულ სისტემაში, სასამართლოში, პოლიტიკური რეპრესიების თვალსაზრისით...
უფლებადამცველები ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას სავალალოს უწოდებენ და იმ სფეროებს გამოყოფენ, რომელთა გაძლიერებული მონიტორინგი არ უნდა შეწყდეს. ეკა ბესელია, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, თავის კოლეგებს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას სთავაზობს:
”უმძიმესი ვითარებაა პენიტენციარულ სისტემაში, სასამართლოში, პოლიტიკური რეპრესიების თვალსაზრისით. ჩვენ ვაქვეყნებთ პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების ახალ სიას და ვთავაზობთ რამდენიმე ინიციატივას ჩვენს კოლეგებს, კერძოდ, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას, რომელიც დაიწყებს ციხეების მონიტორინგს, სასამართლოს მონიტორინგს, მეტად დაინტერესდებიან პატიმრების უფლებებით და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასაც მოითხოვენ.”
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი გამოყოფს ახალ სფეროებს, სადაც გასულ წელს აქტიურად ირღვეოდა ადამიანების უფლებები:
26 მაისს ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ხელისუფლება არ ერიდება ადამიანისთვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლების - სიცოცხლის უფლების - ხელყოფას...