საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor-მა საბერძნეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რომელიც მანამდე ”არასაინვესტიციო” კატეგორიაში იყო, ორი საფეხურით დასწია. ახლა ის ”ნეგატიურ” კატეგორიაშია. მანამდე რეიტინგი საბერძნეთს სააგენტო Moody`s-მაც შეუმცირა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დეფოლტი პრაქტიკულად გარდაუვლად მიაჩნია.