Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ხუთი ადამიანი მოკლეს


სამხრეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში ორი იერიშის შედეგად დაიღუპნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი ქალი და ოთხი მცველი. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, ადმინისტრაციის თანამშრომელს თავისსავე სახლთან ესროლეს, როცა ის დღეს დილას სამსახურში მიდიოდა. არავის უკისრია ამ იერიშზე პასუხისმგებლობა. ყანდაარშივე, პოლიციის ცნობით, გუშინ სამმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო იერიში უშიშროების კერძო კომპანიაზე, მოკლა ოთხი და დაჭრა კომპანიის რვა თანამშრომელი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG