17 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მან ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე ილაპარაკა. გამოკითხული იყო 1000 რესპონდენტი თბილისის მასშტაბით. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 78%-ის პირადი და ოჯახის შემოსავლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემცირდა (46%) ან იგივე დარჩა (32%).
სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ ჭიჭინაძე
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.