აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვენ იმის გამო, რაც მისმა რეჟიმმა მოუტანა სირიელ ხალხს. აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები გამოვიდნენ ხუთშაბათს ასეთი მოწოდებით. ამასთან, გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში განაცხადა, რომ სირიის რეჟიმს შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გაეროს უშიშროების საბჭოსგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ საქმის გადაცემას მოითხოვს. სირიის ელჩი გაეროში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს სირიის წინააღმდეგ ”ჰუმანიტარული და დიპლომატიური” ომის გაღვივებაში.
ყველაზე პოპულარული
1