Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმანური დღესასწაულის მიუხედავად სირიაში გრძელდება დემონსტრაციების ჩახშობის ოპერაციები


სირიაში გრძელდება სამხედრო ოპერაციები მუსლიმანური დღესასწაულის, რამადანის თვის დასრულების მიუხედავად. სირიის უფლებადამცავი ჯგუფის თანახმად, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს დღეს დერააში, ასევე ჰორმსში და დამასკოს მახლობლად. სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიხოცა. გაეროს თანახმად, სირიაში ნახევარწლიანი მასობრივი მღელვარების განმავლობაში 2200 ადამიანი დაიხოცა, ათასობით - დააკავეს და აწამეს.
XS
SM
MD
LG