Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის ხელისუფლება არ ნანობს კადაფის ოჯახის წევრებისათვის თავშესაფრის მიცემას


ალჟირის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას მუამარ კადაფის ოჯახის წევრებისათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ. ალჟირის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქმე ეხება წმინდა ჰუმანიტარულ ნაბიჯს. მისივე თქმით, ამ დროისათვის კადაფის ოჯახის წევრები ალჟირელების ”დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”. ლიბიელმა ამბოხებულებმა ალჟირის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ”აგრესიის აქტი” უწოდეს. აგვისტოს ბოლოს ალჟირში თავშესაფრის საძიებლად გაიქცნენ მუამარ კადაფის ყოფილი ცოლი საფია, ქალიშვილი აიშა და ვაჟები მუჰამედი და ჰანიბალი. საინფორმაციო სააგენტოების განცხადებით, საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე საათში აიშამ იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა.
XS
SM
MD
LG