Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა დღეს კონგრესს დასაქმების გეგმას წარუდგენს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ამერიკის კონგრესს დასაქმების სამას მილიარდ დოლარიან პაკეტს წარუდგენს. ობამა კონგრესემენებს გააცნობს გეგმას სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმის ნაწილია საშუალო ფენის ოჯახებისა და მცირე ბიზნესისთვის თვის გადასახადების შემცირება, აგრეთვე ინფრასტრუქტურაში ახალი ხარჯები და უმუშევრობის დახმარების გაზრდა. აშშ-ში უმუშევრობის დონე 9,1%-ია. მოელიან, რომ სამუშაო ადგილების შექმნა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იქნება. ვარაუდობენ, რომ დღეს საღამოს ბარაკ ობამა სატელევიზიო გამოსვლისას მოუწოდებს კონგრესს წლის ბოლომდე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიიღოს.
XS
SM
MD
LG