9 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გივი ჯავაშვილი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ადამიანის უფლებებზე ჯანდაცვის სფეროში - როგორც საკანონმდებლო, ისე ეთიკური თვალსაზრისით. გივი ჯავაშვილი შეეხო სიახლესაც - ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით იურისტებისთვის გამოიცა სახელმძღვანელო სახელწოდებით - ”ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”.
სტუმრად ჩვენს ეთერში: გივი ჯავაშვილი
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.