ავღანეთის პოლიციის ცნობით, შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ისინი, პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მიკროავტობუსით მიემგზავრებოდნენ, როცა აფეთქება მოხდა. დაიჭრა ოთხი ადამიანი.