Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის მეფე აბდულა ქალებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს


საუდის არაბეთის მეფე აბდულამ დღეს გამოაცხადა, რომ ამ კონსერვატიული ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალებს კენჭისყრაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებები მიენიჭებათ. ამასთან, აბდულას განცხადებით, ქალებს შესაძლებლობა მიეცემათ საკონსულტაციო საბჭოშიც შევიდნენ - რომელიც საუდის არაბეთის მმართველობის სისტემაში საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს. ქალი აქტივისტები დიდი ხანია იბრძვიან ხმის უფლების მოპოვებისთვის. საუდის არაბეთი მუსულმანური უმრავლესობის მქონე ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ქალებს კვლავაც უკრძალავდა ხმის მიცემას. საუდის არაბეთში ქალებს კვლავ აკრძალული აქვთ მანქანის ტარება და თანმხლები კაცის გარეშე მოგზაურობა.
XS
SM
MD
LG