Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას აპირებს


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრის ფორმატი, დღეს საღამოს, ან ხვალ გაირკვევა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა ივანიშვილის პრესმდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ. მისივე ცნობით, დღეს შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს, რომელთაგან ელის პასუხს კონკრეტული გადაცემისა და ფორმატის თაობაზე. ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანმა 8 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 14 ოქტომბრიდან ბიზნესმენი მზად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი ფორმატით უპასუხოს ჟურნალისტთა შეკითხვებს.
XS
SM
MD
LG