Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში შეტაკებებს, სულ ცოტა, 30 ადამიანი ემსხვერპლა


სირიელი აქტივისტების ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა კვირას რამდენიმე ადგილას მომხდარ შეტაკებებს. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია აცხადებს, რომ შვიდი ადამიანი დახოცეს ქალაქ ჰომსში - რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლების ერთ-ერთი ცენტრია. კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა სხვა ქალაქებში, როცა უშიშროების ძალებმა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ამავე ჯგუფის ცნობით, ასევე კვირას სამხედრო ძალების 17 წევრი დაიღუპა იმ პირებთან შეტაკებაში, რომლებმაც დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნაზე უარი განაცხადეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, უშიშროების ძალების 17 წარმომადგენელი „შეიარაღებულმა ბანდებმა“ დახოცეს. პარალელურად, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ ბლოკი სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოებაზე მსჯელობს, გახანგრძლივებული რეპრესიების გამო. გაეროს შეფასებით, დემონსტრანტებზე ზეწოლას 2,900-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG