აშშ-ის სახლემწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტრიპოლიში. ვიზიტის მიზანს ლიბიის ახალ მთავრობასთან კავშირების განმტიცება წარმოადგენს. კლინტონი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, რომელიც ლიბიას მუამარ კადაფის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ამბოხების შემდეგ ესტუმრა. კლინტონმა ლიბიის ახალ მმართველებს დახმარების გაზრდა აღუთქვა და მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის პირობით გამოვიდა.